საიტის სრულყოფილად ნახვისათვის, გთხოვთ გადმოწეროთ რაუზერის განახლებული ვერსია
Internet Explorer (IE 8 ან მეტი) / Google Chrome / Mozilla Firefox / Opera
 

დარეგისტრირდით

სახელი და გვარი *:
ზედმეტსახელი *:
თქევენი ელ-ფოსტა *:
ტელეფონი *:
ანგარიშის ტიპი:
კომპანია *:
კომპანიის ID N * :
პაროლი *:
პაროლის დადასტურება *:
უსაფრთხოების კოდი *:

პორტალის მომხმარებლის ხელშეკრულება

წინამდებარე ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“) არეგულირებს ვებ-პორტალით - www.lilo1.ge სარგებლობის პირობებს, მათ შორის თქვენს წვდომას ჩვენს მიერ მოწოდებულ ელექტრონულ სერვისებზე, პროდუქტებსა და ინფორმაციაზე.

წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე თანხმობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, გაიგეთ და ეთანხმებით ვებ-პორტალით სარგებლობის პირობებს და ხდებით ამ პირობების შესრულებაზე ვალდებული.

ხელშეკრულების პირობები შესაძლოა პერიოდულად შეიცვალოს, რაც გეცნობებათ ახალი პირობების ვებ-პორტალზე განთავსების გზით.

ტერმინები

წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული ტერმინები გამოყენებულია შემდეგი მნიშვნელობით:

„ვებ-პორტალი“ - იგივე წინამდებარე ვებ-გვერდი - www.lilo1.ge  რომლის მომხმარებელიც თქვენ ბრძანდებით;

„ჩვენ“ - იგივე წინამდებარე ვებ-პორტალი, რომელიც წარმოდგენილია სს „ლილო 1“-ის სახით;

კლიენტი“ - ნებისმიერი პირი, რომელსაც სს „ლილო 1“-თანგაფორმებული აქვს  მომსახურებისხელშეკრულება

„თქვენ“ - კლიენტი“ან ვებ-პორტალის მომხმარებელი ნებისმიერი პირი, რომელიც დარეგისტრირებულია ვებ-პორტალზე და აქვს პირადი ანგარიში (account);

„პერსონალური ინფორმაცია“ - ინფორმაცია თქვენი ფოსტის, ელ-ფოსტის, ტელ. ნომრების, თქვენს მიერ განხორციელებული ოპერაციების, ასევე  ინვოისებისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ (იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ„კლიენტი“), რომლებიც შესაძლო ცნობილი გახდეს პორტალის ადმინისტრაციისთვის თქვენს მიერ პორტალის სარგებლობის პროცესში.

უსაფრთხოება

თქვენ ვალდებული ხართ ვებ-პორტალზე პირველივე შესვლისას შეცვალოთ უსაფრთხოების კოდი (password) და შემდგომში უზრუნველყოთმისი დაცულობა მესამე პირებისგან.ვებ-პორტალი არ იღებს პასუხისგმებლობას თქვენს პირად მისამართზე „მესამე პირების“ მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ოპერაციაზე, რომლებიც განხორციელდა პორტალზე თქვენი უსაფრთხოების კოდის სათანადო შეყვანის შედეგად.

ჩვენ ვიყენებთ გონივრულ ზომებს ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ვებ-პორტალის და მასზე განთავსებული პერსონალური ინფორმაციის დასაცავად. მიუხედავად აღნიშნულისა, არ არსებობს გარანტია, რომ ვებ-პორტალი და მასზე  განთავსებული ინფორმაცია იქნება ხარვეზებისა და ვირუსებისაგან 100%-ით დაცული ან/დაუწყვეტი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ საფუძველი ივარაუდოთ, რომ დაირღვა თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცულობა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ შემდეგ მისამართზე support@lilo1.ge , ჩვენი მხრიდან შესაბამისი ზომების გასატარებლად.

ჩვენ არ ვიღებთპასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის სპეციალურ, შემთხვევით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ზარალზე ან/და მიუღებელ შემოსავალზე, რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია ვებ-პორტალისგამოყენებასთან ან მიუწვდომლობასთან.

ჩვენ ვიყენებთ თქვენს მიერ ექსკლუზიურად ხელმისაწვდომ პირად მონაცემებს ვებ-პორტალის ტექნიკური ადმინისტრირების მიზნით და თქვენთვის ჩვენი ელ–სერვისებისმოწოდების მიზნით, ასევე რათა ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ტელეფონით ან საფოსტო მისამართის გამოყენებით მოგაწოდოთ ინფორმაცია პროდუქტების, სერვისების, პროგრამებისა და შემოთავაზებების შესახებ, რამაც ჩვენი აზრით, შესაძლოა დაგაინტერესოთ.

თქვენი პერსონალური ინფორმაცია მესამე პირებისთვის შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:: 

ა) ხელშეკრულების შესრულებისთვის; 

ბ) თქვენს მიერ გამოხატული წერილობითი თანხმობით; 

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; 

დ) მესამე მხარისთვის, თუ ის უზრუნველყოფს „ჩვენს“ ტექნიკურ მომსახურებას; 

 

გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ და აკონტროლოთ, რომ პორტალზე განთავსებულ ინფორმაციასა და სერვისებზე დადგენილია მათი წვდომის და სარგებლობის განსხვავებული ვადები.

მესამე პირების ვებ-გვერდები ან/და ინფორმაცია

ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთვებ-პორტალზე განთავსებული მესამე პირების ვებ-გვერდების ჰიპერტექსტის ბმულების, ინფორმაციის, შესაძენი პროდუქტის ან ნებისმიერ სხვა ინფორმაციაზე. ვებ-პორტალზე მესამე პირების ინფორმაციის განთავსება არ ნიშნავს ვებ-პორტალის მიერ პასუხისმგებლობის აღებას ამ ინფორმაციის სიზუსტზე ან მათ საფუძველზე განხორციელებული ქმედების შედეგებზე. 

ვებ-პორტალით სარგებლობის პირობები

თქვენ ვალდებული ხართ პორტალით სარგებლობისას დაიცვათ შემდეგი წესები:

  • წარმოადგინოთ ზუსტი და სწორი ინფორმაციავებ-პორტალზე ანგარიშის (account) გახსნისას და განახორციელოთ ამ ინფორმაციის განახლება მათი ცვლილების შემთხვევაში;
  • აიღოთ პასუხოსმგებლობა თქვენს მიერ თქვენი ანგარიშით სარგებლობის შედეგებზე;
  • კანონიერად უნდა ფლობდეთ ყველა უფლებას, თქვენს მიერ პორტალზე რეგიტრაციის ან სარგებლობისას მითითებულ ინფორმაციაზე ან/და განხორციელებულ ოპერაციაზე.
  • არ განახორციელოთ უკანონო საქმიანობა ან/და უკანონო რეკლამირება ჩვენი ვებ-პორტალის ან მომსახურების მშევეობით.
  • არ განახორციელოთ არასრულწლოვნებზე მავნე გავლენის მქონე ინფორმაციის ან ინფორმაციის შემცველი მასალი ატვირთვს ან/და გავრცელება.
  • არ განახორციელოთ ამორალური, უკანონო, შეურაცხმყოფელი ან/და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმციის განთავსება ან/და ოპერაციის განხორციელება.
  • არ განახორციელოთ ვებ-პორტალზე ვირუსის, კოდის ან სხვა მავნე ინფორმაციის ატვირთვა ან/და გადაცემა;
  • არ განახორციელოთ რაიმე ქმედებას პორტალის ადმინისტრაციის ან/და სხვა მომხმარებლების შეცდომაში შესაყვანად.
  • გვაცნობოთ ნებისმიერი მესამე პირის მიერ თქვენი ანგარიშით უკანონო სარგებლობის შესახებ.
  • არ განახორციელოთ ქმედება, რომელიც არღვევს მესამე პირის კონფიდენციალობის, ან სხვა უფლებას.
  • თქვენ არ გაქვთ უფლება პორტალის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე გადასცეთ მესამე პირს თქვენ ანგარიშთან დაკავშირებული ან/და წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები .
  • დაიცვათ წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული სხვა პირობები.

 

ვებ-პორტალი იტოვებს უფლებას თქვენს მიერ რომელიმე წინამდებარე პირობის დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ, წინასწარი შეტყობინების გარეშე გააუქმოს თქვენი ანგარიში (account). აღნიშნულ შემთხვევაში ჩვენ არ დაგვეკისრება ანგარიშის გაუქმების შედეგებზე პასუხისმგებლობა.

 

 

მარეგულირებელი კანონმდებლობა

წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიუხედავად იმისა იმყოფებით საქართველოში ან/და ხართ თუ არა საქართველოს რეზიდენტი. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ნებისმიერი უთანხმოება, ურთიერთმოლაპარაკების გზით მათი გადაუწყვეტელობის შემთხვევაში, განსახილეველად გადაეცემა საქართველოს სასამართლოს.

მადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი ვებ-პორტალით.

გისურვებთ წარმატებებს.

 

ხელშეკრულების ბოლოს, მოსანიშნი უჯრის გვერდით იქნება ტექსტი:

„ვადასტურებ, რომ გავეცანი და ვეთანხმები წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს“

 

 
 
Our website does not support Internet Explorer 6/7. Please use any other modern browser.