საიტის სრულყოფილად ნახვისათვის, გთხოვთ გადმოწეროთ რაუზერის განახლებული ვერსია
Internet Explorer (IE 8 ან მეტი) / Google Chrome / Mozilla Firefox / Opera
 
მთავარი მომსახურება CRM - მართე შენი ანგარიში
Bookmark and Share

CRM - მართე შენი ანგარიში

 
 

კლიენტი “ლილო 1”-ის ვებ-პორტალზე, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, My Account-ის საშუალებით (ანგარიშის მართვის პანელი) შეძლებს მიიღოს შემდეგი სახის ინფორმაცია და მომსახურება:

 

Inbox - პირადი მესიჯბოქსი - კლიენტი მიიღებს კომპანიის მიერ გამოგზავნილ შეტყობინებებს, ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ და ა.შ. ასევე კონკრეტულ შეტყობინებაზე შესაძლებელია პასუხის გაცემა

მომსახურების ინვოისები - შესაძლებელია მიღებული მომსახურების ინვოისების ნახვა გამოწერის თარიღის შესაბამისად. გამოწერილი მომსახურების ინვოისი შესაძლებელია დაიბეჭდოს ან შეინახოს ელექტრონულად

სასაწყობე მარაგების მართვა (WMS) - მარაგების მართვის მოდული აქტივირებული იქნება იმ კლიენტებისათვის, ვინც იყენებს აღრიცხვის მომსახურებას. აღნიშნული მოდული მოიცავს ინფორმაციას საწყობში საქონლის რაოდენობისა და რეპორტინგს მისი ბრუნვის შესახებ (მიღება/გაცემა)

 

აღრიცხვის მომსახურება უზრუნველყოფს, კლიენტის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, „ლილო 1“-ის მიერ საქონლის მიღებას, დასაწყობებას და გაცემას. მათ შორის შემდეგი სტანდარტებით :FIFO, FEFO, LIFO

 

შემოსული ტრანსპორტი - “ლილო 1”- ის საბაჟო სასაწყობო ზონაში შემოსული სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება/გაფილტვრა შეგიძლიათ შემდეგი ოთხი პარამეტრით: Vehicle Number, Wagon Number, Container Number, D-Number (მოიცავს ბოლო 1 თვის ინფორმაციას)
     
უსაფრთხოება/კონფიდენციალურობა
- 24 საათის განმავლობაში პატრულირებს დაცვის სამსახური
- „ლილო 1“ უზრუნველყოფს კლიენტის ინფორმაციის სრულ კონფიდენციალურობას
- ტერიტორია სრულად კონტროლდება IP და CCTV კამერებით (ერთწლიანი ჩანაწერით)
- ლოჯისტიკური ოპერაციები კონტროლდება ზედამხედველი თანამშრომლების მიერ „ლილო 1“- ში მოქმედი პროცედურების (SOP) შესაბამისად
 
 
Our website does not support Internet Explorer 6/7. Please use any other modern browser.