საიტის სრულყოფილად ნახვისათვის, გთხოვთ გადმოწეროთ რაუზერის განახლებული ვერსია
Internet Explorer (IE 8 ან მეტი) / Google Chrome / Mozilla Firefox / Opera
 
მთავარი მომსახურება საწყობი (საბაჟო/არასაბაჟო)
Bookmark and Share

საწყობი (საბაჟო/არასაბაჟო)

 
 

მშრალი საწყობი

 

- საწყობი აშენებულია მიწიდან 1,20 მეტრის სიმაღლის პლატფორმაზე

  

- კედლები და ჭერი თბოიზოლირებულია, ინსტალირებულია სავენტილაციო სისტემები, რის შედეგადაც უზრუნველყოფილია სტაბილური ტენიანობა 45%-დან 60%-მდე

 

- ტემპერატურა, წლის განმავლობაში შეადგენს +10c0 დან +22c0

ფარმა საწყობი

 

- დანერგილია მედიკამენტების დასაწყობება-შენახვისათვის თანამედროვე ტექნოლოგია (ტემპერატურა- ტენიანობის და სხვა დანარჩენი ტექნიკური პარამეტრების პერმანენტული ელექტრონული/პროგრამული კონტროლი) GxP სტანდარტის შესაბამისი SOP - ბით

 
- „ლილო 1“, მოთხოვნის შემთხვევაში, განიხილავს ინდივიდუალური არასტანდარტული ფარმა საწყობის მოწყობას

სასაწყობო მაცივარი

 

- 2010 წლიდან დასრულდა პირველი A+ კლასის სამაცივრე საწყობის მშენებლობა ტემპერატურული რეჟიმებით +15c0; -28c0

 
- მაცივრები აღჭურვილია უახლესი მოდელის “Technoblock” კომპრესორებით, ასევე ინსტალირებულია სათადარიგო კომპრესორები, რომელიც ტექნიკური შემოწმების ან გაჩერების შემთხვევაში უზრუნველყოფს მაცივრში არსებულ ფიქსირებულ ტემპერატურას

 
- კედლები და ჭერი მოწყობილია A კლასის სენდვიჩ პანელებით

 
- იატაკი თბოიზოლირებულია და მოწყობილია ისეთი ტექნოლოგიით რომელიც არ აძლევს საწყობს ტენის დაგროვების საშუალებას


- ხორციელდება ტემპერატურის და სხვა დანარჩენი ტექნიკური პარამეტრების პერმამენტული ელექტრონული/პროგრამული კონტროლი

 
- დაცულია კვების უსაფრთხოების ნორმები, შესაბამისი  SOP - ებით

ტვირთის დამუშავება

 

- რკინიგზით მიღებული ტვირთის დამუშავება შესაძლებელია სპეციალური სარკინიგზო ბაქანის საშუალებით

 
- ავტოტრანსპორტით მიღებული ტვირთის დამუშავება შესაძლებელია ბაქანით/დოკ-ლეველერებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და სწრაფ სატვირთო ოპერაციას

  
- არსებობს სპეციალური ბაქანი ჯვარედინი სატვირთო ოპერაციებისათვის (Cross Docking Operations)

 
- ტვირთის დამუშავება ხორციელდება საშუალო ან დიდი ტვირთამწეობის სპეცტექნიკით (ტვირთის მოცულობის შესაბამისად)

     
უსაფრთხოება/კონფიდენციალურობა
- 24 საათის განმავლობაში პატრულირებს დაცვის სამსახური
- „ლილო 1“ უზრუნველყოფს კლიენტის ინფორმაციის სრულ კონფიდენციალურობას
- ტერიტორია სრულად კონტროლდება IP და CCTV კამერებით (ერთწლიანი ჩანაწერით)
- ლოჯისტიკური ოპერაციები კონტროლდება ზედამხედველი თანამშრომლების მიერ „ლილო 1“- ში მოქმედი პროცედურების (SOP) შესაბამისად
     
 
 
Our website does not support Internet Explorer 6/7. Please use any other modern browser.