საიტის სრულყოფილად ნახვისათვის, გთხოვთ გადმოწეროთ რაუზერის განახლებული ვერსია
Internet Explorer (IE 8 ან მეტი) / Google Chrome / Mozilla Firefox / Opera
 
მთავარი ჩვენ შესახებ
Bookmark and Share

ჩვენ შესახებ

 კომპანია “ლილო 1” დაფუძნდა 2006 წელს და დღეისათვის წარმოადგენს კავკასიაში უმსხვილეს სასაწყობო ლოჯისტიკურ ცენტრს. კომპანიის ტერიტორია გაყოფილია ორ ძირითად ნაწილად: საბაჟო სასაწყობო ზონა (შესაბამისი ნებართვით) და არასაბაჟო სასაწყობო ზონა. მთლიანი ტერიტორია შეადგენს 230 000 კვ.მ-ს, ხოლო სასაწყობო ფართი 95 000 კვ.მ-ს.

ტერიტორიაზე განთავსებულია შემდეგი ტიპის საწყობები:

- მშრალი
- სამაცივრე +15 c0; -28 c0
- ფარმა +2 c0; +24 c0
- პარკინგი სატვირთო და მცირე სადისტრიბუციო ავტომობილებისათვის
- სარკინიგზო ჩიხები
- საოფისე ფართები
- კაფე

 

კომპანიის სტრატეგიაა განავითაროს სასაწყობე ლოჯისტიკური რესურსები და დანერგოს თანამედროვე სტანდარტების ელექტრონული პროდუქტები. მუდმივად ხორციელდება მომსახურებისა და ინფრასტუქტურის გაუმჯობესება უახლესი ტექნოლოგიებით
წლის განმავლობაში კომპანია ემსახურება 3000 მდე მომხმარებელს, მათ შორის 400-მდე კორპორატიულ კლიენტს. ტექნიკური რესურსები შესაძლებლობას გვაძლევს თვეში დავამუშაოთ მინიმუმ 10000 ტონა ტვირთი

უპირატესობები

კომპანია „ლილო 1“ წარმოადგენს მესამე, დამოუკიდებელ მხარეს, რომელიც არ ახორციელებს იმპორტს ან ექსპორტს, რაც გამორიცხავს მომხმარებელთან ინტერესთა კონფლიქტს და უზრუნველყოფს ინფორმაციის სრულ კონფიდენციალურობას

ადგილმდებარეობა - „ლილო 1“ მდებარეობს ქ.თბილისის ინდუსტრიულად განვითარებულ ნაწილში, სადაც თავმოყრილია ქალაქის მთავარი ლოჯისტიკური კვანძები:

კახეთის გზადკეცილი – 1, 5კმ. მანძილზე

ცენტრალური სატვირთო სარკინიგზო სადგური - 0.6 კმ. მანძილზე

თბილისის საერთაშრისო აეროპორტი - 3 კმ. მანძილზე



  "ლილო 1" - Google map - ზე

 

E-Trade 

1. E-Trade - ში რეგისტრირების შემდეგ კლიენტს შეუძლია “ლილო 1”-ის ვებ-პორტალზე გასაყიდი პროდუქციის (შესაბამის E-Trade-ის განყოფილებაში) განთავსება განცხადებების სახით, ასევე შესაძლებელია ატვირთოს ფოტოსურათები, მიუთითოს ფასი, პროდუქტის აღწერილობა, მართოს განცხადებების პანელი და ა.შ

IT ინფრასტრუქტურა

კომპანიის მთელი ტერიტორია აღჭურვილია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით, CISCO და შესაბამისი კომუნიკაციით, მომხარებელს შეუძლია მიიღოს სწრაფ ინტერნეტზე წვდომა, „ლილო 1“- ის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადგილიდან, საკუთარი კომპანიის IT სისტემებთან სინქრონიზაციისათვის

IP და CCTV კამერები
• 24 საათიანი ვიდეო მონიტორინგი
• ვიდეო ჩანაწერების 1 წლიანი არქივი

WMS - სასაწყობე მარაგების მართვა 
• მარაგის კონტროლი რეალურ დროში 
• ტვირთის მოძრაობის ისტორია
• მონაცემების ექსპორტი (XML,CSV,XLSX)
• მონაცემთა ბაზასთან დაკავშირება VPN - ის საშუალებით

Billing - ბილინგი
• პერიოდის მიხედვით მომსახურების ინვოისის ნახვა
• მონაცემების ექსპორტი (XML,CSV,XLSX)
• მონაცემთა ბაზასთან დაკავშირება VPN - ის საშუალებით

ტემპერატურისა და ტენიანობის მონიტორინგი და განგაშის სისტემები
• ტემპერატურის და ტენიანობის ონლაინ მონიტორინგი
• სტატუსის შეტყობინების გაგზავნა (SMS, E-mail, Voice Call)
• ჩანაწერების ისტორიის შენახვა მონაცემთა ბაზაში

Backup
• მონაცემების რეზერვი ინახება სამ სხვადასხვა შენობაში

CRM - მართე შენი ანგარიში

კომპანიაში დანერგილია ელექტრონული ბილინგი და ხდება ყველა სერვისისა და მომსახურების ელექტრონული აღრიცხვა, რაც ხელს უწყობს ადამიანური შეცდომების მინიმიზებას და სერვის ოპერაციების დაჩქარებას. ბილინგის დანერგვამ ხელი შეუწყო ახალი ელექტრონული პროდუქტების განვითარებას და ის სინქრონირებადია სხვადასახვა კომპანიის ელექტრონულ ოპერაციულ სისტემებთან
 
უსაფრთხოება/კონფიდენციალურობა
- 24 საათის განმავლობაში პატრულირებს დაცვის სამსახური
- „ლილო 1“ უზრუნველყოფს კლიენტის ინფორმაციის სრულ კონფიდენციალურობას
- ტერიტორია სრულად კონტროლდება IP და CCTV კამერებით (ერთწლიანი ჩანაწერით)
- ლოჯისტიკური ოპერაციები კონტროლდება ზედამხედველი თანამშრომლების მიერ „ლილო 1“- ში მოქმედი პროცედურების (SOP) შესაბამისად
 
 
Our website does not support Internet Explorer 6/7. Please use any other modern browser.